ბაქოში ირანელი კაცი ისრაელის საელჩოზე თავდასხმის მცდელობისას დააკავეს

17-11-2023 18:59:01 კავკასია

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა,– იუწყება აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური.

როგორც უწყება აღნიშნავს, ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ირანის ეჭვმიტანილი მოქალაქე საელჩოში იარაღით შესვლას ცდილობდა.

"ირანული წარმოშობის მამაკაცმა საელჩოში იარაღით შესვლა სცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი მისი განიარაღება და დაკავება მოახერხეს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს". - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები