Accentnews.ge
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმური სწავლება ჩაატარა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმური სწავლება ჩაატარა

19/12/2019 11:59:16 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმური სწავლება ჩაატარა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები და არმიის გამნაღმველთა დანაყოფი მონაწილეობდა.

„სწავლება ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა. წვრთნების მიზანი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული ქვედანაყოფის თავსებადობის ამაღლება და კოორდინაციის დახვეწა იყო. სწავლების დროს სამხედროებს მოწინააღმდეგის ჩასაფრებაზე რეაგირება და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა. ​ I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ნოემბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S