20-11-2023 12:46:06 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალ გიგი კალანდაძის მიერ "მთავარი არხის" ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას ადასტურებს. შესაბამისი განცხადება ექს–პრეზიდენტმა გააკეთა, სასამართლო სხდომაზე, რომელსაც იგი დისტანციურად ერთვება.
სააკაშვილის თქმით, დაზვერვის აგენტების სია რუსეთის მხარეს გადაეცა, რადგან იგეგმებოდა გაცვლა.
"გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს. მე მინდა, დავადასტურო ეს. მე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ვამზადებდით გაცვლას, რუსეთში დაკავებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენთან დაკავებულ რუს ჯაშუშებზე. სწორედ იმის გამო, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირველი რაც მათ ქნეს, გარდა იმისა, რომ დახურეს რუსული არხი, გადასცეს პირდაპირ სია ჩვენი აგენტების რუსეთში, პრაქტიკულად ჩვენი ხალხი ჩარჩა იქ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.