მაგნატი: რუსმა მკვლელებმა და დივერსანტებმა მიზნში ამოიღეს ბულგარეთის იარაღის ინდუსტრია

20-11-2023 14:50:49 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

ბულგარეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც აგრძელებს საბჭოთა ტიპის საბრძოლო მასალის წარმოებას, რაც მას უკრაინისთვის შეუცვლელ მიმწოდებლად აქცევს. ბულგარეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანა აწარმოებს ტყვიებისა და ჭურვების დაახლოებით 40%-ს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული არმიის წინააღმდეგ ომში იყენებენ. პირდაპირი მიწოდების გარდა, ბევრი საბრძოლო მასალა „იგზავნება იმ ქვეყნებში, რომლებმაც თავიანთი მარაგი უკრაინას გადასცეს“, განუცხადა თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Financial Times-ს (FT): „ჩვენი წარმოების ნახევარზე მეტი პირდაპირ ან შემოვლითი გზით მიდის უკრაინაში.”

მიწოდების მნიშვნელოვანი წილი მეწარმე ემილიან გებრევის კომპანია Emco-ზე მოდის. 2015 წელს ორჯერ სცადეს მისი მოწამვლა. პირველი აფეთქება Emco-ს საწყობში ჯერ კიდევ 2011 წელს მოხდა, შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე დივერსიული აქტი, მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ - გასულ წელს, ისევე როგორც წელს, როდესაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქალაქი კარნობატის ქარხანაში – ქვეყნის აღმოსავლეთით. – უამბო გებრევმა FT-ს და დასძინა, რომ რუსმა მკვლელებმა და დივერსანტებმა მიზნში ამოიღეს ბულგარეთის იარაღის ინდუსტრია.

მისი თქმით, ინციდენტებს ჰქონდა ადგილი იარაღის სხვა მწარმოებლებთან დაკავშირებითაც, მაგრამ "ათზე მეტ შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია ტერორისტულ თავდასხმებთან და რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან ბულგარეთში", არავინ მიცემულა პასუხისგებაში:

"გამოძიება ან შეჩერდა ან გაჭიანურდა და სასამართლომდე არ მისულა".

საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ, ბულგარეთი „ზედმეტად მოდუნდა, შექმნა კომფორტული გარემო რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტებისთვის სამუშაოდ“, ამბობს გებრევი.

ბულგარელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა: „რუსები ძალიან დაინტერესებულნი არიან ჩვენი [თავდაცვითი] საწარმოებით და იმ ადამიანებით, რომლებიც მათ მართავენ. კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ შეუძლია ხელისუფლებას მათი დაცვა. დაუდევარი გამოძიება და განადგურებული მტკიცებულებები პრობლემაა. ვინ გამოიძიებს პროკურორების საქმიანობას?“.

ბულგარეთის ახალმა მთავრობამ ივნისში გაათავისუფლა გენერალური პროკურორი და დააინიცირა რეფორმები, რამაც უნდა გაართულოს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა.

მაგრამ „რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ნიშნავს, რომ ახალი ზომები უნდა იქნას მიღებული როგორც ეროვნულ, ასევე ნატო–ს დონეზე“, – თვლის გებრევი.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქვეყნებისა და მსოფლიო მედიის ყურადღება წელიწადზე მეტია, ორიენტირებულია 155–მილიმეტრიანი ჭურვების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელთაც მოიხმარს უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღი, საცეცხლე ძალას კვლავ დიდწილად განსაზღვრავენ საბჭოთა ტიპის არტილერია და ტანკები. Emco არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც აწარმოებენ 125 მმ-იანი სატანკო საბრძოლო მასალას რუსეთის ფარგლებს გარეთ. ამით შეიძლება აიხსნას რუსული სპეცსამსახურების მცდელობები, ძირი გამოითხარონ მის წარმოებას. ბულგარეთი ასევე არის კალაშნიკოვის ავტომატების და მისი ტყვიების მთავარი მწარმოებელი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იწარმოებოდა ავტომატები სსრკ-ს ლიცენზიით ქალაქ კაზანლაკში, ფრიდრიხ ენგელსის ქარხანაში. ახლა მას კერძო კომპანია "არსენალი" მართავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები