პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

20-11-2023 16:00:08 სამართალი ,მსოფლიო

პოლონეთში საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს მოქალაქეები, რომელთაც საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, მათ დაახლოებით 2600 ადამიანის გადაიყვანეს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ, მიგრანტებმა ამისთვის ჯგუფს რამდენიმე ათასი დოლარი გადაუხადეს.

პროკურატურის დასკვნით, დაჯგუფება თურქეთში, ერაყსა და ბელორასიაში ეძებდა ევროკავშირში უკანონო შესვლით დაინტერესებულ პირებს. ემიგრანტები ძირითადად ერაყელები, სირიელები და პალესტინელები იყვნენ. მათ ჯერ ბელარუსიაში გზავნიდნენ, შემდეგ პოლონეთში, საიდანაც დასავლეთ საზღვარზე გადაჰყავდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს 32 პირს, მათ შორის საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, სირიის, ერაყის, თურქეთის და პოლონეთის მოქალაქეებს.

გამოძიებას აწარმოებენ არა მხოლოდ პოლონეთის სამართალდამცავები, არამედ ლიეტუვის, გერმანიის, ევროპოლი და ევროჯასთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები