ბრეგაძე – სააკაშვილზე: იგი ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკაში, როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში

20-11-2023 17:26:44 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ჩვენთან პატიმრები არ იყოფიან იმ ნიშნით, როგორი იქნება მათი პოლიტიკური აქტივობა. ის ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკა „ვივამედში“. როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რა შუაში არის პოლიტიკა და კლინიკა ერთმანეთთან? ის ახლა თავისუფლებაში კი არ არის, ის არის პატიმარი, რომელიც გადის მკურნალობის კურსს და როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები