Accentnews.ge
პუტინი – ჯონსონის განცხადებაზე: „ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“

პუტინი – ჯონსონის განცხადებაზე: „ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“

19/12/2019 12:53:46 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ვინც და რაც არ უნდა თქვას მასზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფუნდამენტური ამოცანების მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც რუსეთის ინტერესს წარმოადგენს. 

ასე უპასუხა პუტინმა BBC–ის ჟურნალისტის მიერ დღეს ტრადიციულ   ყოველწლიურ პრეს–კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ მის „ტირანად“ შეფასებას ეხებოდა.

ჟურნალისტმა სთხოვა პუტინს, გამოჰხმაურებოდა ასევე ბრალდებებს რუსეთის მხრიდან ბრიტანულ პოლიტიკაში ჩარევის შესახებ:

„ჩვენ ბევრჯერ გვსმენია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მხრიდან შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთში ხდება. არის თუ არა ეს ჩარევა? უფლებას ვიტოვებთ, ანალოგიურად მოვიქცეთ მათ მიმართ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S