ნიკა მელია: ერთობისთვის წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მოსაწონი აღმოჩნდა 40 000 მხარდამჭერისათვის, თუ ვინმეს სურს ერთობა, უნდა განიხილონ ეს წინადადება

20-11-2023 21:44:48 პოლიტიკა

ერთობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არ დაერღვიათ ერთობა, შესაბამისად მენეჯმენტმა თვალი უნდა გაუსწორს მათ მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებს, თუ შეცდომა არ აღიარე, შეცდომას ვერ გამოასწორებ, თუ კრიზისს არ აღიარებ, კრიზისს ვერ გადალახავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას თქმით, პარტიის მენეჯმენტი გაჯიუტებულია.

„ერთობისთვის წარმოვადგინეთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც მოსაწონი აღმოჩნდა 40 000 მხარდამჭერისათვის. თუ ვინმეს სურს ერთობა, როგორც მინიმუმ უნდა განიხილონ ეს წინადადება და პასუხი გასცენ ათიათასობით მხარდამჭერს. ამის ფონზე, პარტიის მენეჯმენტი გაჯიუტებულია შეცდომაში და 1-წუთიან აგრესიულ, უმდაბლესი პოლიტიკური კლასის კომენტარში, ავლენს და ამბობს იმას, რაც დაავალეს და რაც აკეთა, მთელი 9 თვე. ერთობის დაკვეთას და ნებას, პასუხობს „მგლის ბილეთით“, – წერს მელია.

ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს: ჩემი პოზიცია ენმ-ის პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები