20-11-2023 22:06:07 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.
"თვლის, რომ შეთანხმება ახლოსაა", – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 13 300–მდეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".