აშშ-მა უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

20-11-2023 23:17:03 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის სტინგერის საზენიტო რაკეტებს; HIMARS– სა და დამატებითი საბრძოლო მასალას; 155მმ და 105მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; 3 მილიონზე მეტ ვაზნას მცირე ზომის იარაღისთვის; აღჭურვილობას ცივი ამინდისთვის და TOW–ს ტიპის იარაღის სისტემას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

ოსტინი უკრაინას დღეს სტუმრობდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები