Accentnews.ge
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

21/11/2023 06:13:12 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S