Accentnews.ge
აქტივისტებმა აშშ–ში საქართველოს ელჩს ქურთუკზე სტიკერი წარწერით „შეცვალე“ მიაკრეს

აქტივისტებმა აშშ–ში საქართველოს ელჩს ქურთუკზე სტიკერი წარწერით „შეცვალე“ მიაკრეს

19/12/2019 13:44:59 სხვა, საზოგადოება


სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა აშშ–ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს ქურთუკზე სტიკერი წარწერით „შეცვალე“ მიაკრეს.

"ივანიშვილის გზავნილებზე არ შეიძლება რომ მუშაობდეთ! ქართული საზოგადოების გზავნილი ჩაგაქვთ? - ასე მიმართეს აქტივისტებმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ელჩს. 

ელჩი აქტივისტებთან სასაუბროდ არ გაჩერდა და მათ განუცხადა, რომ ტელეფონზე საუბრობდა. 

„ნუ გაგვირბიხართ! თქვენ ხართ ვალდებული, მოგვისმინოთ და ჩვენი გზავნილები ჩაიტანოთ და არა ბიძინა ივანიშვილის გზავნილები", – მიმართეს აქტივისტებმა დავით ბაქრაძეს.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S