Accentnews.ge
თბილისში მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თბილისში მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

19/12/2019 13:51:44 სხვა, სამართალი

თბილისში, აეროპორტის გზაზე მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2–მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის 10 დაშავებული რჩება კლინიკებში. მათგან 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "თბილისის მიკროავტობუსმა":

"კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება". 

შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S