
პუტინი ორგზის არჩეული ექს–პრეზიდენტების კრემლში დაბრუნების შესაძლებლობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა
19/12/2019 14:07:17 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ორგზის არჩეული ექს–პრეზიდენტების კრემლში დაბრუნების შესაძლებლობის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამის განცხადება ვლადიმირ პუტინმა დღეს ტრადიციულ ყოველწლიურ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თვლის თუ არა აუცილებლად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ხელისუფლების ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.
"მე მესმის მათი ლოგიკა, ვინც მსგავსი წინადადებებით გამოდის. ეს პარლამენტის უფლებამოსილების გაფართოებას, პრეზიდენტის, ასევე მტავრობის პრეროგატივების გარკვეულ ცვლილებებს უკავშირდება. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ კარგი დამუშავებისა და საზოგადოებაში ღრმა დისკუსიის საფუძველზე, ძალიან აკურატულად. რაც შეეხება წინა ცვლილებებს, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ისინი საპრეზიდენტო ვადების რაოდენობას უკავშირდებოდა. შეიძლებოდა, გაგვეუქმებინა დათქმა "მიყოლებით". მე ვიმუშავე ზედიზედ ორი ვადა, შემდეგ თანამდებობიდან გადავდექი, შემდეგ კი მქონდა დაბრუნების საკონსტიტუციო უფლება, რადგან ეს უკვე აღარ იყო ზედიზედ ორი ვადა. ვინაიდან დათქმა "ზედიზედ" ზოგიერთ პოლიტოლოგსა და საზოგადო მოღვაწეს აშფოთებს, პრინციპში, შესაძლებელია, იგი გავაუქმოთ", – განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მან ამ წინადადებას უკვე დაუჭირა მხარი, თუმცა ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021