
თბილისში სატვირთოს შეჯახების შედეგად მოზარდი დაიღუპა
21/11/2023 12:08:21 საზოგადოება
თბილისში, ორთაჭალაში 15 წლის ბიჭს სატვირთო დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ბავში დაღუპული დახვდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროს დაგორდა და გზაზე გადამსვლელ ბავშვს დაეჯახა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, საგზაო მოძრაობის დარღვევის მუხლით.