
კახეთში, ტყეში კაცს ხე დაეცა და დაიღუპა
21/11/2023 12:38:26 საზოგადოება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა, – იუწყება "კახეთის ხმა".
მისი ცნობით, კაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.
დაღუპული უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.