ზელენსკი: უკრაინას უფლება აქვს, პუტინის ლიკვიდაცია მოახდინოს

21-11-2023 16:51:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "კიევს უფლება აქვს, პუტინის ლიკვიდაცია მოახდინოს". ამის შესახებ მან The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა“, - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებას კრემლის პრეს–სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა პესკოვმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები