თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა

21-11-2023 17:01:24 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

"უწება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქალი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებასა და მათ კარიერულ ზრდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მე-11 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს შეხვდა.

ხატია პირველი ქალია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ის ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა დაბოლო სპორტული მიღწევა მიულოცა. ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასი 2023“ პირველი ადგილი დაიკავა. გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის მინისტრის სახელით, ხატია გოგალაძეს სპორტული წარმატებისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ხატია თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს. მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ქვეითის სპეციალობით გაიარა", – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები