Accentnews.ge
რუსეთის ФСБ-ს შენობასთან შეიარაღებული ინციდენტი მოხდა,არიან დაჭრილები

რუსეთის ФСБ-ს შენობასთან შეიარაღებული ინციდენტი მოხდა,არიან დაჭრილები

19/12/2019 15:27:36 სხვა, მსოფლიო

მოსკოვის ცენტრში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის  შენობასთან შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმხილველები უწყების რამდენიმე თანამშრომლოს დაჭრის შესახებ იუწყებიან.

წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი.

მოსკოვში სპეცოპერაცია "სირენა" გამოცხადდა. სამართალდამცველები გამვლელებს იმ ქუჩისა და ახლომდებარე ქუჩების დაცლას სთხოვენ, სადაც ФСБ-ს შენობაა განთავსებული.

სხვა გამოცემები ასევე წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სროლა შენობის გვერდით მდებარე ავტოსადგომზე მოხდა და რომ შედეგად ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმე დაჭრილია.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S