ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

21-11-2023 17:38:49 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7037 ლარი ეღირება, ევრო – 2.9603 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3929 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6981 ლარი ღირდა, ევრო – 2.9482 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3653 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები