21-11-2023 18:08:56 პოლიტიკა
“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება.
“ლელოს“ წევრი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით გადასადგმელია ცხრა კონკრეტული ნაბიჯი, რაც გულისხმობს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეების შეკავება მოხდეს.
“ამ ნაბიჯების არგადადგმა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და საკუთარი მოქალაქეების დაცულობაზე მეტად, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა კომფორტი აინტერესებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.