21-11-2023 18:17:54 მსოფლიო
მოსკოვში, რამენკის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების დემონტაჟის დროს 10-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იპოვეს. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, რომლებსაც ტელეგრამ–არხი "ბაზა" ციტირებს, ეს ადამიანები 20-30 წელზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალნენ.
არხის ცნობით, 10 თავის ქალა, 17 ხერხემალი, 30 ნეკნი, ათობით სხვა ძვალი და ორი ყბა აღმოაჩინეს 3,5 მ–ის სიღრმეზე იმ ადგილას, სადაც ადრე რესტორანი "გრანატოვი სად" იყო განთავსებული. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. "ბაზა" განმარტავს, რომ რესტორანი ამ ლოკაციაზე მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა, მანამდე იქ იყო ინდუსტრიული ზონა და პარკინგი.
ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ პრეობრაჟენსკოეს რაიონში , საცხოვრებელი კორპუსიდან არც თუ ისე შორს აღმოაჩინეს ადამიანების ნეშტები. ოქტომბერში სანკტ-პეტერბურგში, პეტროგრადსკის რაიონში მილების შეკეთების პროცესშიც იპოვეს ფრაგმენტები.