Accentnews.ge
ხობში, სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა

ხობში, სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა

21/11/2023 14:41:32 სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S