21-11-2023 19:00:46 მსოფლიო
გერმანია უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
"ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინას 1,3 მილიარდი ევროს (1,1 მილიარდი ფუნტი) ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემას IRIS-T", – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დღეს კიევში ვიზიტისას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთი კიევს დახმარებას უწყვეტ რეჟიმში უწევს. ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას აშშ–მა გაუწია, მეორე ადგილს კი ამ კუთხთ გერმანია იკავებს.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.
ცნობისთვის: IRIS-T სისტემით შესაძლებელია დასახლებული პუნქტების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სახმელეთო ჯარების დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან. სისტემას შეუძლია დაცვა უზრუნველყოს უწყვეტად გრძელვადიან პერსპექტივაში. გერმანული IRIS-T დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე საჰაერო სისტემად არის მიჩნეული. ის ეფექტურია რუსული ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მისატანად გამოიყენება.