Accentnews.ge
ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

19/12/2019 16:02:54 სხვა, სამართალი

თბილისში, გალის ქუჩაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს, მას შემავალი ჭრილობა გულ-მკერდი არეში აქვს მიყენებული. ვრცელდება ცნობები, რომ პაციენტს დაზიანებები თავის არეშიც აღენიშნება. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გამსახურდიას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. 

 "აქცენტის" ინფორმაციით, ინციდენტი გამსახურდიას საცოვრებელ სახლთან მოხდა. 

როგორც "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ–ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

"აქცენტი" დამატებით დეტალებს არკვევს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S