Accentnews.ge
ექიმი:"ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა"

ექიმი:"ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა"

20/12/2019 07:21:16 სხვა, სამართალი

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს", - განაცხადა კვაჭაძემ.

თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, გუშნ [19 დეკემბერს] გალის ქუჩაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს, 

ინციდენტი გამსახურდიას საცოვრებელ სახლთან მოხდა. 

როგორც "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ–ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S