Accentnews.ge
"ლელო" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ  შეისწავლონ საქართველოში მოქმედი 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა

"ლელო" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ  შეისწავლონ საქართველოში მოქმედი 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა

22/11/2023 10:38:41 პოლიტიკა

"ლელო" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეისწავლონ საქართველოში მოქმედი 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა. ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„25 333 რუსული სუბიექტიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. 22 582 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადოების მიერ, რას აკეთებს. ეს არის საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფო რეჟიმში შეისწავლონ და დაადგინონ, რა საქმიანობას ეწევიან რეგისტრირებული კომპანიები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S