Accentnews.ge
ელიზაბეთ რუდი:"მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“

ელიზაბეთ რუდი:"მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“

20/12/2019 09:18:25 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მივესალმები, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომელიც დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთავაზების შესახებ  მხარეებმა თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით.

მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ახალი შეთავაზებით მოვიდა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს სერიოზული მუშაობა და მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამასთან, ელიზაბეთ რუდის თქმით, ქუჩაში გამოსვლების დროს კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგნლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ გაიმართა.

“გაერთიანებული ოპოზიციაში” კი აცხადებენ, რომ მათთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი მიუღებელია.

“მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი თუ არა ჩვენი მედიატორების თვალში წარმოჩენა, რომ კომპრომისისთვის მზად არიან. მოიტანეს წინადადება, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი დეპუტატი და 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატით. თუმცა არა მხოლოდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ სხვა მომდევნო არჩევნებიც, უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს,”-აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S