Accentnews.ge
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისია ცხინვალის რეგიონში საქმიანობას 2020 წლის ბოლომდე გააგრძელებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისია ცხინვალის რეგიონში საქმიანობას 2020 წლის ბოლომდე გააგრძელებს

20/12/2019 12:01:18 კონფლიქტები

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საქმიანობას მომავალ წელსაც გააგრძელებს. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მას ოკუპირებულ რეგიონში მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა” - იუწყება ოსური მედია.

“მიმდინარე წლის განმავლობაში მისია შეჭირვებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, ყოველკვარტალურად ეხმარებოდა ჰიგიენური საშუალებებით, სახლებში ინახულებდა ხანდაზმულებს, ინვალიდები კი ორთოპედიულ დახმარებას იღებდნენ. უნდა აღინიშნოს ასევე პოზიტიური დინამიკა უგზო-უკვალოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით სამმახრივი თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელიც სწორედ ამ მისიის მექანიზმის საფუძველზე ჩამოყალიბდა” - განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მედოევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S