
ღაზას სექტორში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა
24/11/2023 08:50:24 მსოფლიო
ისრაელი ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „საწვავი და სამზარეულო გაზი ღაზას სექტორში არსებითი მნიშვნელობის ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ოპერირებისთვის არის განკუთვნილი“.
საწვავის ოთხი ცისტერნითა და სამზარეულო გაზის ოთხი ცისტერნით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზას სექტორში ეგვიპტიდან რაფაჰის სასაზღვრო პუნტის გავლით შევიდნენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი დღეს ამოქმედდა.