Accentnews.ge
"არის ასეთი პრობლემა" – ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ნაყიდი იარაღის რუსეთის მიერ არმიწოდების საკითხზე

"არის ასეთი პრობლემა" – ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ნაყიდი იარაღის რუსეთის მიერ არმიწოდების საკითხზე

24/11/2023 13:29:16 კავკასია

დიახ, არის ასეთი პრობლემა,– ამე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში მოქალაქის კითხვას. მოქალაქე დაინტერესტა ინფორმაციის ნამდვილობით, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა რუსეთს მილიონობით დოლარი გადაუხადა იარაღისთვის, თუმცა არ მიუღია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.

ფაშინიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა.

„მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის დავალიანების შემცირება. ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ თავად რუსეთის ფედერაციას სჭირდება იარაღი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ეს დისკუსიები, იმედი მაქვს, კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანი პირდაპირ ეთერში პასუხობს მოქალაქეების შეკითხვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S