17 დეკემბერს თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ აქტივისტებს სასამართლომ 1000-1500 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა

20-12-2019 18:59:27 სხვა ,სამართალი

17 დეკემბერს თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ აქტივისტებს სასამართლომ 1000-1500 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. 

თამარ კაკაბაძეს, ჯაბა კვარაცხელიასა და ქეთი გელიაშვილს მოსამართლემ 1000 ლარი, შუშანა მაცაბერიძეს კი 1500 ლარი შუფარდა. 

აქტივისტებმა შს სამინისტროს წარმომადგენლებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მათ გააპროტესტეს დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისინი მოითხოვდნენ, ერეკლე კუხიანიძეს დაეტოვებინა დეპუტატის მანდატი. 


 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები