
საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს პუშკინის ნამუშევრების მოპარვის საქმეზე
24/11/2023 15:35:22 სამართალი
საპრანგეთში, პარიზში საქართველოს სამი მოქალაქე რამდენიმე ბიბლიოთეკიდან რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი ქალი და ერთი კაცია.
ისინი კულტურული ფასეულობებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისის (OCBC) შენობაში მოათავსეს.
გამოძიება ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ქურდობასა და დანაშაულებრივი გაერთიანების საქმეზე მიმდინარეობს.