
გოგა გულორდავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
20/12/2019 15:12:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
ფრაქციას რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.
მან აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.