
მთაწმინდელები დეპუტატს 9 ივნისს აირჩევენ
27/05/2019 11:18:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.
არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში იქნება. ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.