რუსეთმა და ბელორუსმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

20-12-2019 21:01:46 სხვა ,მსოფლიო

ფინალურ შეთანხმებას რუსეთსა და ბელარუსს შორის ინტეგრაციის გარღმავების თაობაზე საკითხთა სამი ჯგუფი ბლოკავს – გადასახადების, ნავთობისა და გაზის შესახებ, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა დღეს სანქტ-პეტერბურგში ორი ქვეყნის პირველი პირების მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ.

რაში მდგომარეობს უთანხმოებათა არსი, მინისტრს არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტები კვლავ შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებათა დაწყებამდე ლუკაშენკო ორი ქვეყნის თანამშრომლობაში “კოლოსალურ პროგრესზე” საუბრობდა, თუმცა ახსენა პრობლემებიც. 

შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყო სამიტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის გარდა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი შედიან.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების შინაარსი უცნობი რჩება. თუმცა ვრცელდებოდა ცნობები სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

ამას ბელორუსში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თავად პუტინმა და ლუკაშენკომ უარყვეს, რომ საუბარია ბელარუსის მიერ სუვერენიტეტის რაიმე სახით დაკარგვაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები