
მომღერალი "კაბუ" სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
26/11/2023 14:26:05 სამართალი
მსახიობი კახა აბუაშვილი ("კაბუ") სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკავება გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.