Accentnews.ge
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ბაქოში იკრიბებიან

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ბაქოში იკრიბებიან

27/11/2023 08:22:53 კავკასია, თავდაცვა

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების - ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართება.

აზერბაიჯანული სააგენტო Trend–ის ცნობით, იაშარ გულერი უკვე ჩავიდა ბაქოში.

როგორც იუწყებიან, მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ერთობლივ წვრთნებსა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფორმატით ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთის ქალაქ ყარსში შედგა.

მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხეთში გამართა ოფიციალური შეხვედრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S