Accentnews.ge
ბლინკენი ფაშინიანს და ალიევს ესაუბრა

ბლინკენი ფაშინიანს და ალიევს ესაუბრა

28/11/2023 08:25:44 კავკასია

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ბაქო–ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა.

ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს.

ალიევთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს მხოლოდ ტანჯვა მოუტანა და დააფიქსირა ის, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S