Accentnews.ge
რიჟვაძე  ფერმერებს 30–თეთრიან სუბსიდიას დაჰპირდა

რიჟვაძე  ფერმერებს 30–თეთრიან სუბსიდიას დაჰპირდა

28/11/2023 09:35:44 რეგიონები, საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.

როგორც მან აჭარის მთავრობის სხდომაზე თქვა, რამდენიმე დღეში დაიწყებს ფუნქციონირებას არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.

ის ე.წ. ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობით კმაყოფილია:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S