სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა NATO–ს პირველი კვანტური სტრატეგია დაამტკიცეს

28-11-2023 22:12:17 მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა NATO–ს პირველი კვანტური სტრატეგია დაამტკიცეს. ამის შესახებ მან ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრებმა, მათ შორის ტექნოლოგიური ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღეს მოკავშირეებმა NATO–ს პირველი კვანტური სტრატეგია დაამტკიცეს. კვანტურ ტექნოლოგიებს შეუძლია, გააძლიეროს ჩვენი კიბერუსაფრთხოება და შესაძლებლობები. ჩვენი ახალი სტრატეგია დაგვეხმარება, ვისარგებლოთ კვანტური ტექნოლოგიების მიერ წარმოდგენილი შესაძლებლობებით და ამავდროულად, ის ხელს შეუშლის კონკურენტებს, გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები ჩვენ წინააღმდეგ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Новости

Другие новости