
ლიცეუმში სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი- “ჰელადოსი“ წარმოადგინა
22/11/2023 15:58:24 თავდაცვა, რეკლამა
ლიცეუმში სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი- “ჰელადოსი“ წარმოადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპექტაკლის ჩვენებამადე დამსწრე საზოგადოებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობას. ასევე, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კადეტებისათვის პატრიოტული თემატიკის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები. სპექტაკლმა, რომელსაც ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა, ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დასასრულს ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა კელენჯერიძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი გოგიას მადლობა გადაუხადა და ლიცეუმის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა სამმართველოს უშუალო ჩართულობით დაიგეგმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაერთ დაწესებულებებთან აქვს გაფორმებული სხვადასხვა სახის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის არა მხოლოდ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს, არამედ სხვადასხვა სახის ბენეფიტებს ითვალისწინებს.