
„საქართველო ზღვის ქვეყანაა და თევზის წარმოება არ გვაქვს“
27/05/2019 10:31:26 ეკონომიკა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველო ზღვის ქვეყანაა და "თევზის წარმოება ფაქტობრივად არ აქვს, რაც ეკონომიკის ძალიან დიდი ჩავარდნაა“.
„თითქმის 80% (თუ მეტი არა) თევზი იმპორტით შემოდის მაშინ, როცა ამდენი მდინარე და ზღვა გვაქვს. ეს ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი ჩავარდნაა. მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანას – სომხეთს, ექსპორტზე თევზის წარმოება ეკონომიკაში მეორე ადგილზე აქვს და მას ერთი ტბა აქვს“, – განაცხადა საგანელიძემ პარლამენტში ფონდის საქმიანობის წარდგენისას.
მისივე თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი დროულად უნდა მოიძებნოს.
ცნობისთვის: "საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული.
დავით საგანელიძე ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. გასულ წელს მან თანამდებობრივი სარგოს სახით 294 000 ლარი მიიღო.