Accentnews.ge
სომხეთი რუსეთში ექსპორტის საკითხზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგანგებო სხდომას იწვევს

სომხეთი რუსეთში ექსპორტის საკითხზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგანგებო სხდომას იწვევს

29/11/2023 13:02:34 კავკასია

სომხეთი რუსეთში ექსპორტის საკითხზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგანგებო სხდომას იწვევს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა "ზემო ლარსზე" სომხური პროდუქციისთვის წარმოქმნილი პრობლემებისა და როსსელხოზნადზორის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.

"სომხეთისთვის უცნაურია, რომ უკან გამოაბრუნეს რუსეთში მიმავალი 60-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა სომხური საექსპორტო პროდუქციით იმ პირობებში, რომ არც საქონლის ხარისხი შეცვლილა და არც რეგულირებები. ამჟამად ვსწავლობთ როსსელხოზნადზორის მასალებს, რათა დავადგინოთ, მართლაც არღვევს თუ არა ჩვენი მეწარმეების პროდუქცია რუსეთში მიღებულ ნორმებს" - განაცხადა ქერობიანმა, ხოლო პასუხს კითხვაზე, რამდენად შეიძლება საუბარი საკითხის პოლიტიკურ კონტექსტზე, თავი აარიდა.

მისივე ინფორმაციით, სომხეთმა უკვე მოიწვია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგანგებო სხდომა, რომელიც უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვის ფონზე მოსკოვმა ტრადიციულად, ზეწოლის ეკონომიკურ ბერკეტებს მიმართა და სომხურ პროდუქციაში მოულოდნელად "აღმოაჩინა მავნებლები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S