Accentnews.ge
ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა „კაბუმ“ საპატიმრო დატოვა

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა „კაბუმ“ საპატიმრო დატოვა

29/11/2023 14:14:17 სამართალი

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა მსახიობმა კახა აბუაშვილმა იგივე „კაბუმ" პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S