29-11-2023 18:45:13 მსოფლიო
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლა კვლავ გრძელდება: 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბიტკოინის ფასი ამჟამად 38,300 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 747 მილიარდი დოლარია.
მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,060 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $248 მილიარდია.