"არ გრცხვენია?!": ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი "ჰამასის" ლიდერთან შეხვედერას იხსენებს

29-11-2023 20:32:34 მსოფლიო

85 წლის იოხევედ ლიფშიცი, რომელიც "ჰამასმა" ტყვეობიდან გასულ თვეში გათავისუფლდა, მედიასთან ყვება, რომ ღაზას სექტორში ყოფნის პერიოდში ჰქონდა შეხვედრა რადიკალური დაჯგუფების უმაღლეს მეთაურთან იაჰია სინვართან და არ შეშინებია, მისთვის ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა.

"სინვარი 3-4 დღეში მათთან იყო მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ მიგვიყვანეს. ვკითხე, როგორ არ რცხვენოდა ასეთი რამის გაკეთება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მშვიდობას უჭერდნენ მხარს? მას არ უპასუხია. ჩუმად იყო". - თქვა ლიფშიცმა.

ლიფშიცი თელ-ავივში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან გამართულ მიტინგზე გამოჩნდა და მისი მეუღლის, 83 წლის ოდედ ლიფშიცის გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც ღაზას სექტორში მძევლად რჩება.

„აქ პროტესტის ნიშნად ვარ. ჩემი ოდედი სახლში რომ დავაბრუნო“, - განუცხადა ლიფშიცმა ჟურნალისტებს– "ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს მანამ, სანამ ყველა მძევალი არ დაბრუნდება".

85 წლის იოხევედი 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან მოტოციკლით გაიტაცეს. ის ტყვეობიდან 24 ოქტომბერს, 79 წლის ნურით კუპერთან ერთად გაათავისუფლეს. იოხევედ ლიფშიცის 83 წლის ქმარი ოდედი ამჟამადაც ტყვეობაში იმყოფება. როგორც ცნობილია, ისინი ერთად არ ყოფილან დატყვევებულები და იოხევედმა ქმრის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები