Accentnews.ge
პესკოვი: სომხეთი ჩვენი მოკავშირეა

პესკოვი: სომხეთი ჩვენი მოკავშირეა

30/11/2023 13:00:47 კავკასია

კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს მოკავშირედ მიიჩნევს და აპირებს მასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

„სომხეთი მეგობარი ქვეყანაა, ის ჩვენი მოკავშირეა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა. სომხეთსა და ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის კომენტირებისას პესკოვმა გაიხსენა, რომ სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა:

“სომხეთი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ამყარებს იმ სახელმწიფოებთან, ვისთანაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვენ სომხეთთან ჩვენი ურთიერთობები გვაქვს“.

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიძაბა, როდესაც ერევანმა ღიად დაიწყო საკუთარ უკმაყოფილებაზე საუბარი „პარტნიორის“ მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სფეროში.

ფაშინიანმა "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა ქვეყნის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დაყრდნობას.

სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების რუსული ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობაზე, მანამდე უარი თქვა ამ ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S