Accentnews.ge
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

27/05/2019 11:49:34 ეკონომიკა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე თავის საქმიანობა პოზიტიურად აფასებს.

როგორც საგანელიძემ პარლამენტში ფონდის საქმიანობის წარდგენისას განაცხადა, ფონდი შესაძლებლობის ფარგლებში ეფექტური მუშაობისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ის რაც მართვაში არ მომწონს ვამბობ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ მოსწონთ თუ არ მოსწონთ და მეორე ის, რაც ფონდს შეეძლო გაეკეთებინა და რასაც ფონდმა მიაღწია ამ მართველობის პირობებში, მიმაჩნია, რომ არის ძალიან პოზიტიური. ასე რომ მე ჩემს საქმიანობას ამ გუნდთან ერთად ვაფასებ პოზიტიურად“, – განაცხადა საგანელიძემ.

ცნობისთის: 2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 481 მლნ ლარიანი ზარალით დახურა. საგანელიძე განმარტავს, რომ ფონდის 481 მილიონიან ზარალს ის კომპანიები განაპირობებენ, რომელთა მმართველობაშიც მისი სტრუქტურა არ იღებს მონაწილეობას.

"საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მასში უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიები - რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია და სახელმწიფო ელექტროსისტემაა გაერთიანებული. 

დავით საგანელიძე ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. გასულ წელს მან თანამდებობრივი სარგოს სახით 294 000 ლარი მიიღო. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S