Accentnews.ge
დააკავეს პირი, რომელსაც მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად

დააკავეს პირი, რომელსაც მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად

04/12/2023 06:38:20 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს 1984 წელს დაბადებული ნ. ვ.. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ თ. ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა ნ. ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნ. ვ. ცხელ კვალზე დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S